უკრაინის სახელმწიფო დროშა, რომელიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ თავზე ფრიალებდა, ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა

უკრაინის სახელმწიფო დროშა, რომელიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ თავზე ფრიალებდა, ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა

უკრაინის სახელმწიფო დროშა, რომელიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ თავზე ფრიალებდა, მეორე მსოფლიო ომის უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს ექსპოზიციაზე "უკრაინა - ჯვარცმა" გადაეცა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იუწყება.

მარიუპოლის მცველებმა გენერალ-მაიორ კირილ ბუდანოვთან ერთად დროშა შესანახად რუსეთ-უკრაინის ომის მტკიცებულებების სამუზეუმო კოლექციას გადასცეს. გადაცემის ცერემონიაზე სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა გამოთქვა რწმენა, რომ დადგება დრო, როდესაც ეს დროშა, უკვე როგორც სამუზეუმო ექსპონატი, კვლავ ეწვევა თავისუფალ უკრაინულ ქალაქ მარიუპოლს. აღსანიშნავია, რომ ღონისძებას მარიუპოლის მცველების მეუღლეები ესწრებოდნენ.