ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინელებმა სევეროდონეცკში კონტრშეტევა განახორციელეს, რუსეთმა დაკარგა ოპერატიული იმპულსი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკში კონტრშეტევები განახორციელეს და რუსული ძალების წინსვლის შეჩერება მოახერხეს. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა განახორციელეს კონტრშეტევები აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ სევეროდონეცკში, რამაც სარწმუნოა, რომ გააუქმა რუსული ძალების ოპერატიული იმპულსი, რომელიც მანამდე მოიპოვეს საბრძოლო ნაწილებისა და ცეცხლსასროლი ძალების კონცენტრაციით“, - ნათქვამია მოხსენებაში.

დაზვერვის თანახმად, რაიონში განლაგებული რუსული ძალები მოიცავს პერსონალს, რომელიც მობილიზებულია რუსეთის ხელმძღვანელობით თვითგამოცხადებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტული ძალების რეზერვიდან.

ანგარიშში წერია, რომ ჯარი ცუდად აღჭურვილი და გაწვრთნილია და არ გააჩნიათ მძიმე ტექნიკა რეგულარულ რუსულ დანაყოფებთან შედარებით.

„ქალაქის გაწმენდის ოპერაციებისთვის მარიონეტული ქვეითების გამოყენება არის რუსული ტაქტიკა, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა სირიაში, სადაც რუსეთმა აამოქმედა სირიის არმიის მე-5 კორპუსი ქალაქების ტერიტორიებზე თავდასხმისთვის. ეს მიდგომა, სავარაუდოდ, მიუთითებს რუსეთის რეგულარული ძალების დანაკარგების შეზღუდვის სურვილზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ბრიტანულ დაზვერვას მიაჩნია, რომ რუსეთის პოლიტიკური მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთელი ტერიტორიის ოკუპაციაა, მაგრამ ამის მისაღწევად, სევეროდონეცკის გარდა, აუცილებელია კრამატორსკის და დნეპერ-დონეცკის მაგისტრალის აღება.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს