უკრაინული მხარის ინფორმაციით, სევეროდონეცკის ნახევარი რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით,  სევეროდონეცკის ნახევარი რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნახევარი რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის ნახევარი გაასუფთავეს. ქალაქის ნახევარს მართლაც ჩვენი დამცველები აკონტროლებენ", - განაცხადა გაიდაიმ.

გაიდაის თქმით, ამჟამად სევეროდონეცკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია, ქალაქში 1500-მდე ადამიანია დარჩენილი. დღეს, ლისიჩანსკიდან სულ 98 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.