რუსლან სტეფანჩუკი - სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კომპორმისი უკრაინისთვის „წითელი ხაზებია“

უკრაინისთვის „წითელი ხაზები“ არის კომპრომისი სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ამიტომ უკრაინა რუსეთს არც ყირიმს და არც დონბასს არ დაუთმობს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უმაღლეს რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა გერმანულ მედიაჯგუფ FUNKE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენთვის არსებობს „წითელი ხაზები“: არ დავთმობთ ჩვენს არც ერთ ტერიტორიას - არც დონბასს და არც ყირიმს. ისინი მხოლოდ დროებით არიან ოკუპირებული. გარდა ამისა, ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. უკრაინა იბრძვის გამარჯვებამდე“, - აღნიშნა სტეფანჩუკმა.

მისი თქმით, ყველა ომი მთავრდება კაპიტულაციით ან სამშვიდობო შეთანხებით და უკრაინას სურს მოლაპარაკება, მაგრამ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ოის დანაშაულებები სულ უფრო ამცირებს ასეთ სავარაუდო შეთანხმებას.

"ბუჩასა და ირპენში რუსების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შემდეგ, შეთანხმებისთვის სივრცე ვიწროვდება. დონბასი და ყირიმი ჩვენი ტერიტორიაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასაბრუნებლად", - განაცხადა უმაღლესი რადას თავმჯდომარემ.

მისი თქმით, უკრაინა ელოდება გერმანიისგან სწრაფ გადაწყვეტილებას ახალი და თანამედროვე იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით. უმაღლეს რადას თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ თუ უკრაინა ომში დამარცხდება, რუსული ჯარები ძალიან მალე ევროკავშირის ქვეყნებს მიადგებიან.

"ევროპელები გრძნობენ, რომ მშვიდობა მსოფლიოში არ არის ძალიან სტაბილური. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადადგა. თუ უკრაინა ომს წააგებს, რუსული ჯარები ერთ თვეში იქნებიან პოლონეთში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და ლატვიაში", - აღნიშნა სტეფანჩუკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა