BBC - გაერთიანებული სამეფო უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების პირველ პარტიას უგზავნის

რუსეთის მხრიდან გაჟღერებული მუქარის მიუხედავად, გაერთიანებული სამეფო უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი M270 სარაკეტო სისტემების პირველ პარტიას გაუგზავნის, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ბრიტანეთის მთავრობას არ დაუკონკრეტებია, რამდენი სარაკეტო სისტემა გაიგზავნება, მაგრამ BBC-ის ინფორმაციით, თავდაპირველად უკრაინაში სამი M270 ტიპის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა გაიგზავნება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები უკრაინას რუსეთისგან თავდაცვაში დაეხმარება.

„როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები საშუალებას მისცემს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს უკეთესად დაიცვან თავი შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები ქალაქების გასანადგურებლად იყენებენ,“- აღნიშნა ბენ უოლესმა.

უკრაინელი ჯარისკაცები სარაკეტო სისტემების გამოყენების შესწავლის მიზნით წვრთნებს გაერთიანებულ სამეფოში გაივლიან.

გაერთიანებული სამეფოს მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემას წუთში 12 ხმელეთი-ხმელეთი ტიპის რაკეტის გასროლა შეუძლია. სისტემას მოწინააღმდეგის სამიზნეებზე 50 მილის (80 კმ) მანძილზე ზუსტი დარტყმის მიყენების შესაძლებლობა აქვს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს