უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 32 ჟურნალისტია მოკლული

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 32 ჟურნალისტია მოკლული. ამის შესახებ კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ „ტელეგრამის“ გვერდზე გაავრცელა.

„ამ წელს ჟურნალისტების დღეს სიმწარის განსაკუთრებული გემო აქვს. სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე თვეა და ჩვენ 32 ჟურნალისტი დავკარგეთ. ომის 8 წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო მეტი დავკარგეთ. მუდმივი ხსოვნა საინფორმაციო ფრონტის მოწინავე მებრძოლებს“,- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ჟურნალისტები, რომლებიც დღეს 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, გმირები არიან.

„ჩვენ ვაწარმოებთ ჰიბრიდულ ომს, პირველ ასეთ მასშტაბურ ომს მსოფლიო ისტორიის განმავლობაში და თქვენი როლი დღეს შეუფასებელია, ისევე როგორც თქვენი პასუხისმგებლობა, საქმისადმი ერთგულება, შეუპოვრობა და გამბედაობა“,- განაცხადა ტკაჩენკომ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს