ვოლოდიმირ ზელენსკი - ბორის ჯონსონისგან მივიღე დადასტურება უკრაინისთვის თავდაცვის დახმარების ახალ პაკეტთან დაკავშირებით

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს ესაუბრა, რომელმაც დაუდასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო კიევს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწვდის.

„გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს ვესაუბრე. მივიღე დადასტურება უკრაინისთვის თავდაცვის დახმარების ახალ, გაძლიერებულ პაკეტთან დაკავშირებით“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

მისი თქმით, სატელეფონო საუბრის დროს სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებისა და პორტების განბლოკვის საკითხები განიხილეს.

„დაისვა უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის გააქტიურების საკითხი. გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად ვეძებთ გზებს სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად და პორტების განბლოკვის მიზნით“, - წერს ზელენსკი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა