ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, დღეს ფრონტზე ყველაზე რთული ვითარება ზაპოროჟიესა და სევეროდონეცკის მიმართულებებზეა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, დღეს ფრონტზე ყველაზე რთული ვითარება ზაპოროჟიესა და სევეროდონეცკის მიმართულებებზეა. მისი თქმით, ამ ორივე ადგილას სახიფათო ვითარებაა.
„სევეროდონეცკის მიმართულებით უკრაინა ინარჩუნებს სიტუაციას. ისინი ბევრნი არიან, ისინი უფრო ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენ გვაქვს შანსი შევაკავოთ თავდასხმა“, - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში.
უკრაინის პირველი პირის თქმით, არ შეიძლება სევეროდონეცკის მიცემა რუსებისთვის, რადგან ამ ქალაქის დეოკუპაცია მომავალში მხოლოდ ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად იქნება შესაძლებელი.
„სევეროდონეცკში ახლა ადგილობრივ მცხოვრებთან 10-15% დარჩა. ლისიჩანსკში დაახლოებით ამდენივე. მაგრამ ჩვენ გუშინ მივდიოდით და გარეთ ადამიანები არ ჩანან, მხოლოდ ჩვენი მებრძოლები“,- განაცხადა ზელენსკიმ.

























