ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 75 მილიონი ტონა მარცვლეული დარჩეს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 75 მილიონი ტონა მარცვლეული დარჩეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 75 მილიონი ტონა მარცვლეული დარჩეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

ზელენსკიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უკრაინა ბრიტანეთთან და თურქეთთან ერთად მესამე ქვეყნის საზღვაო ფლოტის იდეას განიხილავს, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებადი შავი ზღვის გავლით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გატანას უზრუნველყოფს.

ამასთან, მედიის ცნობით, ზელენსკიმ დასძინა, რომ ექსპორტის უსაფრთხო გატანის ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინის შეიარაღება იქნება.