ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილმა ევროპის დიდ დედაქალაქებში გასაგზავნი წერილები გამომატანა - ითხოვს უპირობოდ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის დიდ დედაქალაქებში გასაგზავნი პერსონალური წერილები გამოატანა.

როგორც ეკა ხერხეულიძემ კლინიკა “ვივამედში” ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი თავისი პირადი კონტაქტებით ცდილობს ყველას შეეხმიანოს.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ითხოვს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უპირობოდ მინიჭებას.

მიხეილ სააკაშვილს დღეს პრაქტიკულად სამუშაო დღე ჰქონდა. უამრავი პერსონალური წერილი გამომატანა. მოგეხსენებათ მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე ცნობილი ქართველი ევროპაში და თავისი პირადი კონტაქტებით ცდილობს ყველას შეეხმიანოს და მათ გაუგზავნოს წერილი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება იყოს ისტორიული და საბედისწერო, რომლის მოლოდინი ყველას თანაბრად გვაქვს.

მიხეილ სააკაშვილმა შეძლო მოეხერხებინა თავისი კავშირებით და ურთიერთობებით ეთქვა მთავარი სათქმელი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ის ითხოვს, უპირობოდ საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას”,- განაცხადა ხერხეულიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ არიან წერილის ადრესატები ხერხეულიძემ უპასუხა, რომ მას არ აქვს სახელი და გვარების თქმის უფლება. “ეს არის ევროპის დიდ დედაქალაქებში გასაგზავნი წერილები, რაც მნიშვნელოვანია”,- განაცხადა ხერხეულიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს