ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში დაღუპული მედიის წარმომადგენლების ოჯახის წევრებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა

ჟურნალისტის დღესთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული მედიის მუშაკებსა და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაღუპული მედიის წარმომადგენლების ოჯახის წევრებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"არ მინდა ბევრი სიტყვა წარმოვთქვა და დრო წაგართვათ. ვფიქრობ, ჟურნალისტებმა ყველაზე კარგად იციან, თუ რა არის სიტყვების ფასი და რა არის დროის ფასი, განსაკუთრებით ჩვენი სახელმწიფოსთვის ამ რთულ დროს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და მთელი უკრაინელი ხალხის მსგავსად სახელმწიფოს იცავენ და ხალხს სიმართლეს აწვდიან.

"თქვენ მოგაქვთ სიმართლე და მნიშვნელოვანი ინფორმაცია - ძალიან ძლიერი, მნიშვნელოვანი, რაც ამ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნისთვის დიდი უპირატესობაა, რომელშიც ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - დასძინა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, 24 თებერვლიდან, რუსეთის შეჭრიდან დღემდე რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიის შედეგად 32 უკრაინელი და უცხოური მედიის წარმომადგენელი გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა