სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიქტორ სანიკიძე და კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანიზაციის - „ახალგაზრდა რეფორმატორთა კავშირის" წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, სტუმრებმა ქართველ კანონმდებლებს ახალგაზრდობის ფორუმის გამართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნეს და აღნიშნულ ღონისძიებაში ქართული მხარის წარმომადგენლების დასწრების სურვილი გამოთქვეს.
„ვიქტორ სანიკიძე ინიციატივას მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან ნებისმიერ სფეროში თანამშრომლობისთვის, პროექტებში მონაწილეობისა და ახალგაზრდობის საკითხებზე საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის.
ახალგაზრდობის ფორუმთან დაკავშირებით, აზერბაიჯანელი სტუმრები, შეხვედრებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროშიც გამართავენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"