ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით ანკარაში რუსეთსა და თურქეთს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე არც თავად და არც დმიტრო კულება მიწვეული არ არიან

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არც ის და არც საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება 8 ივნისს, ანკარაში დაგეგმილ შეხვედრაზე არ მიიპატიჟეს, რომელზეც შავ ზღვაზე სახომალდო მიმოსვლაზე უნდა იმსჯელონ. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.

„მე არ დამპატიჟეს. საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დღეისთვის არ დაუპატიჟიათ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზელენსკიმ.

მისი თქმით, მან პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად სხვა საკითხებთან ერთად განიხილა თურქეთის შუამდგომლობის საკითხი უკრაინის პორტებში ბლოკირების მოხსნის შესახებ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მზად ვართ გავუშვათ ხორბალი. მნიშვნელოვანია, რომ იყოს უსაფრთხო დერეფანი, რათა ამა თუ იმ სახელმწიფოს ფლოტმა უზრუნველყოს ჩვენგან ამ ხორბლის გატანა. სულ ეს არის. ჩვენ ვესაუბრეთ თურქეთსა და ბრიტანეთს. თურქეთი ახლა ეძებს ფორმატს, როგორ მოგვცეს გარანტიები. ვფიქრობ, ამიტომ ხვდებიან რუსებს, რათა რუსეთმა თურქეთს მისცეს გარანტიები, რომ მათ გემებს არაფერი მოუვა. მე ასე მივიჩნევ, მაგრამ მათი შეხვედრის დეტალები ჩემთვის ჯერ გაუგებარია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ხორბლის გატანაზე მოლაპარაკებები გრძელდება გაეროსთან, ასევე ბალტიის ქვეყნებთან და პოლონეთთან - გარკვეული რაოდენობის რკინიგზით გატანის შესახებ, მაგრამ ეს მიმართულება არ არის პრიორიტეტული მიწოდების დიდი ვადების გამო.

კითხვაზე, უკრაინა რა პირობების შემთხვევაში შეიძლება დათანხმდეს ოდესის პორტების განაღმვაზე და ვინ უნდა იყოს გარანტი, რომ უკრაინის მხარე ამაზე წავიდეს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მყარი გარანტია იქნება უკრაინის შესაბამისი შეიარაღება, რომელიც რეგიონში განთავსდება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს