პეტრე ცისკარიშვილი - პარლამენტიდან გამოსვლა კარგია, პროცესებს დააჩქარებს, მაგრამ მარტო ჩვენ გამოვიდეთ და ყველა სხვა დარჩეს, ამით პირიქით, დამატებით კომფორტს შევუქმნით „ქართულ ოცნებას“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენი ოპოზიციაც იგივე ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტს. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და ამ არჩევნებში "ქართული ოცნების" დამარცხებას.

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოს დატოვებასთან დაკავშირებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან, ხშირად გაუმართავს კონსულტაციები.

„ეს საკითხი განიხილება, თუ პარლამენტიდან გამოსვლას აზრი ექნება. ინჯიას პარტია დარჩეს, დანარჩენი ოპოზიცია თუ გამოდის, „ქართულ ოცნებას“ ექმნება დისკომფორტი. აქედან გამომდინარე, ჩნდება შიდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც იწვევს ვადამდელ არჩევნებს. ამ საქმისთვის [პარლამენტიდან] გამოსვლა, რა თქმა უნდა, კარგია, პროცესებს დააჩქარებს, არჩევნები ჩატარდება და „ოცნება“ დამარცხდება ვადამდელ არჩევნებში, მაგრამ მარტო ჩვენ გამოვიდეთ და ყველა სხვა დარჩეს, ამით პირიქით, დამატებით კომფორტს შევუქმნით „ქართულ ოცნებას“. ხშირად ყოფილა ამაზე კონსულტაციები, კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე არავინ მისულა“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს