ომის შესწავლის ინსტიტუტი - სევეროდონეცკის კონტროლი ხელიდან ხელში გადადის

რუსული ძალები ინარჩუნებენ კონტროლს სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილზე, თუმცა ქალაქში არსებული ზუსტი ვითარება გაურკვეველი რჩება, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ანალიტიკოსების აზრით, ქალაქის კონტროლი ხშირად „გადადის ხელიდან ხელში“.

ამასთან, ომის შესწავლის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ რუსული არმია აგრძელებს უკრაინის კომუნიკაციების გაწყვეტის წარუმატებელ მცდელობებს ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელი დამცველები სევეროდონეცკში პოზიციებს არ თმობენ და ქალაქში სასტიკი ქუჩის ბრძოლები გრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა