უკრაინის გენშტაბი - ბელარუსი შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის 80 000-მდე გაზრდას გეგმავს

ბელარუსი შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის 80 000-მდე გაზრდას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

„ვოლინისა და პოლესეს მიმართულებებით კვლავ არსებობს ბელარუსის ტერიტორიიდან სარაკეტო და საჰაერო დარტყმების განხორციელების საფრთხე. სამხრეთის ოპერატიული სარდლობის შექმნის ფარგლებში იგეგმება რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შემადგენლობის 80 000 კაცამდე გაზრდა. დაგეგმილია სამხედრო ნაწილების აღჭურვა ტექნიკითა და იარაღით იმ ტექნიკური საშუალებების ხარჯზე, რომლებიც ინახება საწყობში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, უკრაინის გენშტაბმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელარუსში, უკრაინის საზღვრის გასწვრივ იმყოფებიან რუსი სამხედროები „ისკანდერებით“, საბრძოლო თვითმფრინავებითა და Pantsir-S1 სარაკეტო სისტემებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა