უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, 263 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაიღუპა 263 და დაშავდა 467 ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებით, თებერვლის შემდეგ უკრაინაში სულ მცირე, 1940 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 184 - სრულად განადგურდა.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ის არ მოიცავს გარდაცვლილებს იმ ადგილებში, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და იმ ადგილებში, რომელიც რუსულ ძალებს აქვთ დაკავებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო