ლუგანსკის გუბერნატორი - მტერი სევეროდონეცკზე შტურმს აგრძელებს

მტერი სევეროდონეცკზე შტურმს აგრძელებს, ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი „ტელეგრამში“ წერს.

მისივე ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ნოვოხტირკისა და ვორონოვეს მიმართულებით რუსების თავდასხმა მოიგერიეს.

„ბილოჰორივკას ტერიტორიაზე მტერი იყენებს დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებს,“- აცხადებს ლუგანსკის გუბერნატორი.

მისივე ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 10 შეტევა მოიგერიეს.

„გასული დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის 10 შეტევა მოიგერიეს, განადგურდა ერთი ტანკი, 3 საარტილერიო სისტემა, 2 ჯავშანტექნიკა, ერთი მანქანა და საბრძოლო მასალის 2 საცავი. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა „ორლან 10“ ტიპის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს,“- აცხადებს გაიდაი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife