ოლენა ზელენსკა მსოფლიოს - ომი თქვენგან შორსაა, დიდხანს გრძელდება და მისგან შეიძლება დაიღალო, მაგრამ გთხოვთ, არ შეეჩვიოთ - არ შეეჩვიოთ ჩვენს ტკივილს, რადგან ეს რეალური ტკივილია

უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას განცხადებით, უკრაინელები არ დათმობენ საკუთარ ტერიტორიებს და თავისუფლებას. მან მსოფლიოს მოუწოდა არ შეეჩვიონ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეარხ ABС-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მზად არ ვართ დავთმოთ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ტერიტორიები. არ შეიძლება საკუთარი ტერიტორიების დაკარგვა და შემდგომში მშვიდად ყოფნა. აგრესორი არ შეჩერდება ჩვენს ტერიტორიაზე, არ გაჩერდებიან, სანამ სრულად არ გაგვანადგურებენ. ამიტომ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბოლომდე“,- განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

უკრაინის პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიო საზოგადოებას უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მსოფლიო არ მიეჩვიოს ამ ომს.

„დიახ, თქვენგან ის შორსაა, დიდხანს გრძელდება და მისგან შეიძლება დაიღალო, მაგრამ გთხოვთ, არ შეეჩვიოთ, იმიტომ რომ თუ ყველა მიეჩვევა, ეს ომი შეიძლება არასდროს არ დასრულდეს. ჩვენ კი გამარჯვება უმოკლეს პერიოდში გვსურს. არ შეეჩვიოთ ჩვენს ტკივილს, იმიტომ რომ ეს რეალური ტკივილია, ეს თითოეული ოჯახის ისტორიაა, რომელიც ახლა გაყოფილია, რომელსაც არ შეუძლია იცხოვროს ჩვეულებრივი ცხოვრებით. ეს არ უნდა ხდებოდეს 21-ე საუკუნეში ევროპის ცენტრში!“- განაცხადა ზელენსკამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ თუ უცხოელები იწყებენ იმაზე ფიქრს, რომ ამ საშინელი ომისთვის შეიძლება იყოს რაიმე სახის მიზეზები, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი რუსული პროპაგანდის მოქმედების ზონაში ხვდებიან.

„ყურადღებით იყავით, მიიღეთ სწორი ინფორმაცია, მოისმინმეთ სიმართლე! არ დაგვივიწყოთ! ჩვენ კი ვგრძნობთ დახმარებას და ძალიან მადლიერები ვართ!“- განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა