მინისტრის მოადგილე - უკრაინას, დაახლოებით, 6 თვე დასჭირდება შავი ზღვის პორტების ირგვლივ წყლების გასანაღმად, იმ შემთხვევაშიც კი თუ რუსეთი მათზე ბლოკადას მოხსნის

მინისტრის მოადგილე - უკრაინას, დაახლოებით, 6 თვე დასჭირდება შავი ზღვის პორტების ირგვლივ წყლების გასანაღმად, იმ შემთხვევაშიც კი თუ რუსეთი მათზე ბლოკადას მოხსნის

უკრაინას, დაახლოებით, 6 თვე დასჭირდება შავი ზღვის პორტების ირგვლივ წყლების გასანაღმად, იმ შემთხვევაშიც კი თუ რუსეთი მათზე ბლოკადას მოხსნის, - ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველმა მოადგილემ ტარას ვისოცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსეთი უარს იტყვის ბლოკადის მოხსნაზე, უკრაინას თვეში მაქსიმუმ 2 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი შეეძლება.

ომის დაწყებამდე უკრაინას თვეში 6 მილიონზე მეტი ტონა მარცვლეული გაჰქონდა.

ამჟამად 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის გატანა ვერ ხერხდება ექსპორტზე და ქვეყანას შეექმნა სერიოზული პრობლემები, როდესაც ცდილობდა მარცვლეულის ექსპორტს სახმელეთო, სარკინიგზო გზებითა და მდინარით.