უკრაინელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ დაახლოებით 600 პირი ხერსონში სპეციალურად აღჭურვილ სარდაფებში, რეალურად კი ციხეებში, არაადამიანურ პირობებში იმყოფება

დაახლოებით 300 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა უმრავლესობა ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტია, ხერსონში დროებით ციხეებში იმყოფებიან. გარდა ამისა, თავისუფლება აქვთ აღკვეთილი ხერსონის რეგიონში, ოკუპირებულ დასახლებებში მყოფ დამატებით 300 პირს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი თამილა ტაშევა აცხადებს.

მისი თქმით, რეგიონში დაახლოებით 600 ადამიანია, რომლებიც "ფაქტობრივად მძევლები არიან და სპეციალურად აღჭურვილ სარდაფებში, რეალურად კი ციხეებში იმყოფებიან".

"ისინი არაადამიანურ პირობებში არიან და მათ აწამებენ. მოწმეები აცხადებენ, რომ ტირილის ხმა ისმოდა იმ ადგილებიდან, სადაც ჩვენი მოქალაქეების მიმართ ასეთი უკანონო ქმედებები ხორციელდება", - აღნიშნა უკრაინის ოფიციალურმა პირმა.

ტაშევამ ასევე დასძინა, რომ ზოგიერთი მშვიდობიანი მოქალაქე ხერსონის რეგიონიდან ყირიმშია გადაყვანილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო