უკრაინის ელჩმა ისრაელს მოუწოდა ე.წ. რკინის გუმბათის სარაკეტო სისტემა კიევს მიჰყიდოს

უკრაინის ელჩმა ევგენი კორნიჩუკმა ისრაელს მოუწოდა ე.წ. რკინის გუმბათის სარაკეტო სისტემა ოფიციალურ კიევს მიჰყიდოს და ასევე, ითხოვა რუსეთის შემოჭრისგან დასაცავად მათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მიაწოდოს.

ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ელჩს სურს, რომ ისრაელის მთავრობამ უკრაინას არა მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა, არამედ სამხედრო დახმარებაც გაუწიოს.

თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინას სურს რკინის გუმბათის სარაკეტო სისტემა შეიძინოს და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ იქნება ამის წინააღმდეგი.

კორნიჩუკმა ასევე დასძინა, რომ ისრაელმა გასულ კვირას უარი განაცხადა აშშ-ს გერმანიისადმი მოთხოვნაზე, უკრაინისთვის ისრაელის მიერ ლიცენზირებული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები "სპაიკი" მიეწოდებინა.

როგორც მედია წერს, ისრაელი შიშობს, რომ მის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება რუსეთს გააღიზიანებს, რომელიც მეზობელ სირიაში სამხედროებითაა წარმოდგენილი. ისრაელი, რომელიც ხშირად ახორციელებს სირიაში დარტყმებს მტრის ობიექტებზე, უსაფრთხოების კოორდინაციისთვის რუსეთს ეყრდნობა.

უკრაინის ელჩის მოთხოვნაზე ისრაელის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა