უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველოს ცნობით, 7 ივნისის მდგომარეობით, მარიუპოლიდან 210 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედრის დაბრუნება მოხდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველოს ცნობით, 7 ივნისის მდგომარეობით, მარიუპოლიდან 210 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარის უკრაინაში რეპატრიაცია განხორციელდა.
მიმდინარეობს მარიუპოლის დაღუპული სხვა დამცველების ცხედრების დაბრუნების პროცესი.
მედიის ცნობით, უკრაინაში დაბრუნებული ცხედრების უმეტესობა "აზოვსტალის გმირი დამცველები" იყვნენ.
საკოორდინაციო შტაბი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სახელით ყველა გარდაცვლილის ცხედრის დაბრუნებაზე მუშაობს, ისევე როგორც 2500 ტყვეზე, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის ძალების პატიმრობაში იმყოფებიან.
„ყველა დაღუპული ჯარისკაცი უნდა დაბრუნდეს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და თითოეულ მათგანს გმირებისთვის კუთვნილი პატივით გავაცილებთ ბოლო გზაზე. მუშაობა გრძელდება ყველა დატყვევებული უკრაინელი დამცველის სახლში დასაბრუნებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინამ და რუსეთმა ცხედრების გაცვლა შეთანხმების ფარგლებში განახორციელეს, რომელმაც მარიუპოლის ორთვიანი ალყა დაასრულა.

























