ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ყველაზე რთული ზამთარი ელოდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ქვეყანას ურთულესი ზამთარი ელოდება.

“რუსეთის აგრესიის გამო შექმნილ ვითარებაში, ეს მართლაც ყველაზე რთული ზამთარი იქნება ჩვენი დამოუკიდებლობის წლების მანძილზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებთან და უმსხვილესი სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მომავალი ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად სპეციალური შტაბის შექმნის საკითხი განიხილა.

"ამ დროისთვის ჩვენ არ გავყიდით ჩვენს გაზს და ქვანახშირს საზღვარგარეთ. მთელი შიდა წარმოება მიმართული იქნება ჩვენი მოქალაქეების შიდა საჭიროებებზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, იგეგმება რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული ან განადგურებული თბოელექტროცენტრალების შეკეთება.

"ამ პროგრამის განხორციელება უახლოეს თვეებში უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს