მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 1.49 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა საბჭომ უკრაინისთვის, ფინანსური დახმარების სახით, დამატებით 1.49 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა, - ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ბანკის ცნობით, თანხა მოხმარდება მთავრობისა და სოციალური სამსახურის მუშაკების ხელფასების გადახდას.
პროექტი მხარდაჭერილია გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდების, ლიეტუვისა და ლატვიის ფინანსური გარანტიებით; ასევე იტალიის მხრიდან პარალელური დაფინანსებით და თანადაფინანსებულია ახალი მრავალდონორთა ნდობის ფონდის შენატანებით რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის შვეიცარიიდან.

























