მედია - რუსეთში, „გამოძიების მიზნით“, მარიუპოლის 1 000-ზე მეტი დატყვევებული დამცველი გადაიყვანეს

1 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და უცხოელი დაქირავებული მებრძოლი, რომელიც მარიუპოლში ჩაბარდა, რუსეთში გამოძიების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავი სამსახურების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რუსეთში, მოგვიანებით, კიდევ მეტ ომის ტყვეს წაიყვანენ.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ მისი შეფასებით, რუსებს „აზოვსტალის“ ქარხნის 2 500-ზე მეტი მებრძოლი ჰყავთ დაკავებული.

უკრაინა მარიუპოლის დატყვევებული მებრძოლების ტყვეების გაცვლის გზით გათავისუფლებას გეგმავს, თუმცა რუსეთში აცხადებენ, რომ მათ პასუხი „კანონის წინაშე“ უნდა აგონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა