რუსეთის საელჩო - ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის საარტილერიო სისტემების გადაცემით უპასუხისმგებლობას ავლენს -  მაღალი სიზუსტის იარაღი, შესაძლოა, რადიკალ ნაციონალისტებსა და ტერორისტებს ჩაუვარდეთ ხელში

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო სისტემების გადაცემით უპასუხისმგებლობას ავლენს, მთავარი რისკი არის კონფლიქტის ესკალაცია, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ სისტემებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის გამოიყენებენ, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

მათი მტკიცებით, შეერთებული შტატების ეს ქმედება არაპროგნოზირებად შედეგებს მოიცავს.

„ეს ქმედება სავსეა არაპროგნოზირებადი შედეგებით. გარდა ამისა, ვაშინგტონი უგულებელყოფს საფრთხეს, რომ თანამედროვე, მაღალი სიზუსტის იარაღი, შესაძლოა, რადიკალ ნაციონალისტებს, ტერორისტებს და ბანდიტურ ფორმირებებს ჩაუვარდეთ ხელში,“- აცხადებენ საელჩოში.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატები უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი მრავალჯერადი გაშვების საარტილერიო სისტემების გადაცემას გეგმავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა