ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - სევეროდონეცკს არავინ დათმობს!

ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი გაიდაის თქმით, სევეროდონეცკს არავინ დათმობს.

როგორც გაიდაი წერს, ლუგანსკის რეგიონულ ცენტრში ყველაზე ძლიერი ბრძოლა მიმდინარეობს.

„სევეროდონეცკში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს, ჩვენი მცველები ქალაქის თითოეული მეტრისთვის იბრძვიან“, - განაცხადა გაიდაიმ.

ამასთან, გაიდაი ამტკიცებს, რომ რუსები „ლისიჩანსკი-ბახმუტის გზას არ აკონტროლებენ, მაგრამ ძლიერ ბომბავენ“.

„რაშისტების“ გეგმები არ შეცვლილა. მათ „სურთ“ 10 ივნისამდე სევეროდონეცკი დაიპყრონ. რაშისტების ძალები სრულად ჩაერთო ამაში. გარდა ამისა, „ორკები“ სევერსკი დონეცის მდინარის გადაკვეთას გეგმავენ“, - დასძინა გაიდაიმ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა