გუბერნატორი - რუსების მიერ ლისიჩანსკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსულმა ძალებმა არტილერიის გამოყენებით ლისიჩანსკი დაბომბეს, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი „ტელეგრამში“ იუწყება.

„დაბომბვის შედეგად ლისიჩანსკის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. დაშავებული ქალი კი ჩერნივცის საავადმყოფოში გადაიყვანეს", - აცხადებს გაიდაი.

მისივე თქმით, ქალაქში რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა.

"ყველაზე მეტი ნგრევა ვრუბოვსკასა და ზოლოტეში დაფიქსირდა, სადაც 25 სახლი დაზიანდა. რუსმა ოკუპანტებმა ზოლოტე-4-სა და ვრუბოვკას ცეცხლი ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან გაუხსნეს", - აცხადებს გაიდაი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო