უკრაინელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში 600-მდე ადამიანი "საწამებლად აღჭურვილ ოთახებსა" და წინასწარი დაკავების დაწესებულებებში მძევლად არიან აყვანილი

უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის რეგიონში დაახლოებით 600 ადამიანი "საწამებლად აღჭურვილ ოთახებსა" და წინასწარი დაკავების დაწესებულებებში მძევლად არიან აყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ყირიმში, ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენლის, თამილა ტაშევას თქმით, 600 ადამიანიდან ნახევარი, მძევლად აყვანილი, ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის შენობაში, წინასწარი დაკავების ცენტრსა და ქალაქ ჰენიჩესკის მე-17 პროფესიულ სასწავლებელში ჰყავთ.

ტაშევას თქმით, დაკავებულები არიან მშვიდობიანი მოსახლეობა, აქტივისტები, ჟურნალისტები და სამხედრო ტყვეები, რომელთაგან ზოგიერთი ხერსონიდან სიმფეროპოლში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სიდიდით მეორე ქალაქში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, სამხრეთ უკრაინაში მდებარე ქალაქი ხერსონი თებერვლის ბოლოს, რუსულმა მხარემ დაიკავა. უკრაინელი ოფიციალური პირების შეფასებით, ხერსონის მშვიდობიანი მოსახლეობის ნახევარმა რეგიონი ომის დროს დატოვა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო