შალვა პაპუაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება „თავშეკავებულად გამოიყენონ”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება „თავშეკავებულად გამოიყენონ”. ამის შესახებ პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები მის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენენ.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა აღნიშნა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლების ექსტენსიურად გამოყენების მომხრე არ არის.

„მას შემდეგ რაც მოხდა მიხეილ სააკაშვილის დაკავება და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა, მასთან შედიან დეპუტატები. სიმართლე გითხრათ, თუკი გულწრფელი ვიქნები, ეს არ არის სწორი მოქცევა ჩვენი კანონმდებლობის წინაშე. კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეული პირების, მათ შორის კანონმდებლების უფლებას, რომ შევიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და რა არის ამის მიზანი? - მონიტორინგი, პირობების შემოწმება ზოგადად, ან რომელიმე მსჯავრდებულთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჩათვალეთ, რომ რამდენი სამუშაო დღეც არის იანვრიდან, ამდენი ნებართვა მაქვს გაცემული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლაზე. რა თქმა უნდა, ეს არ ემსახურება იმ მიზანს, რაც კანონშია ჩადებული. მოგიწოდებთ, ისარგებლოთ ამ პრივილეგიით იმ თავშეკავებით, რაც მართებს პარლამენტის წევრს და არ გამოიყენოთ ბოროტად. ვინაიდან, ეს არ უნდა იყოს მათ შორის, პარტიულ მეგობრებთან სიარულის ინსტრუმენტი ან სხვა. ადამიანებს, როდესაც პატიმრის ნახვა უნდათ, უწევთ ლოდინი, აქვთ სხვადასხვა ბარიერები, სააკაშვილზე თუ ვისაუბრებთ, მისი ოჯახის წევრებსაც არ აქვთ უფლება ყოველდღე მოინახულონ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლების ექსტენსიურად გამოყენების მომხრე არ ვარ. მოგიწოდებთ თავშეკავებულად გამოიყენოთ ეს უფლება“, - მიმართა დეპუტატებს პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს