გენერალური პროკურორის განცხადებით, უკრაინამ რუს ჯარისკაცებთან დაკავშირებით კიდევ 8 საქმე აღძრა

გენერალური პროკურორის განცხადებით, უკრაინამ რუს ჯარისკაცებთან დაკავშირებით კიდევ 8 საქმე აღძრა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ ეროვნულ ტელევიზიას განუცხადა, რომ უკრაინამ რუს ჯარისკაცებთან დაკავშირებით კიდევ 8 საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

"ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ სამხედროებზე, არამედ ვსაუბრობთ მათზე, ვინც მოვიდა, რომ გააუპატიუროს, გაძარცვოს და მოკლას მშვიდობიანი მოსახლეობა", - განაცხადა ვენედიქტოვამ.

ცნობისთვის, 23 მაისს, 21 წლის რუს ჯარისკაცს უარაღო მამაკაცის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 31 მაისს, პოლტავას ოლქის სასამართლომ "ომის კანონების დარღვევისთვის" კიდევ 2 რუსი ჯარისკაცი გაასამართლა.

ვენედიქტოვამ აღნიშნა, რომ პროკურორები დაახლოებით, 16000 ომის დანაშაულის საქმეს იძიებენ.