სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ არის მატყუარების პარტია

მაშინ, როცა ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი პარტიები ევროპარლამენტში ითხოვენ, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, "ქართული ოცნების" პარტნიორი „სოციალისტური პარტია“ საერთოდ არ აყენებს ამ საკითხს რეზოლუციის საკუთარ ვერსიაში, საუბრობს მხოლოდ პრობლემებზე , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ იტყუება "ქართული ოცნება," როცა ოპოზიციას ადანაშაულებს.

სამადაშვილმა "ქართული ოცნებას" "მატყუარების პარტია" უწოდა.

"კარგი იქნება, გამოქვეყნდეს ყველა რეზოლუციის პროექტი, რადგან ნახავთ, რომ მაშინ, როცა ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები ითხოვენ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მისცენ, „ევროპის სახალხო პარტია“, სხვა პარტიები, „ქართული ოცნების“ პარტნიორი „სოციალისტური პარტია“ საერთოდ არ აყენებს ამ საკითხს რეზოლუციის საკუთარ ვერსიაში. საკუთარ ვერსიაში "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიაც კი საუბრობს მხოლოდ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია და არც ერთ სიტყვას არ ამბობს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ. ეს აჩვენებს რამდენად სავალალო მდგომარეობაა, როგორ იტყუება ქართული ოცნება, „ქართული ოცნება“ არის მატყუარების პარტია. ეს ხალხი ატყუებს ხალხს და რეზოლუციაზე მუშაობის პროცესში კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა, რომ ყველაფერი რაც გვესმოდა, რომ ოპოზიცია უშლის ხელს სტატუსის მიღებას, თითის გაშვერა ოპოზიციისკენ, ეს ყველაფერი იყო მტკნარი სიცრუე", - განაცხადა სამადაშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ არის მატყუარების პარტია

მაშინ, როცა ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი პარტიები ევროპარლამენტში ითხოვენ, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, "ქართული ოცნების" პარტნიორი „სოციალისტური პარტია“ საერთოდ არ აყენებს ამ საკითხს რეზოლუციის საკუთარ ვერსიაში, საუბრობს მხოლოდ პრობლემებზე , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ იტყუება "ქართული ოცნება," როცა ოპოზიციას ადანაშაულებს.

სამადაშვილმა "ქართული ოცნებას" "მატყუარების პარტია" უწოდა.

"კარგი იქნება, გამოქვეყნდეს ყველა რეზოლუციის პროექტი, რადგან ნახავთ, რომ მაშინ, როცა ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები ითხოვენ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მისცენ, „ევროპის სახალხო პარტია“, სხვა პარტიები, „ქართული ოცნების“ პარტნიორი „სოციალისტური პარტია“ საერთოდ არ აყენებს ამ საკითხს რეზოლუციის საკუთარ ვერსიაში. საკუთარ ვერსიაში "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიაც კი საუბრობს მხოლოდ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია და არც ერთ სიტყვას არ ამბობს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ. ეს აჩვენებს რამდენად სავალალო მდგომარეობაა, როგორ იტყუება ქართული ოცნება, „ქართული ოცნება“ არის მატყუარების პარტია. ეს ხალხი ატყუებს ხალხს და რეზოლუციაზე მუშაობის პროცესში კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა, რომ ყველაფერი რაც გვესმოდა, რომ ოპოზიცია უშლის ხელს სტატუსის მიღებას, თითის გაშვერა ოპოზიციისკენ, ეს ყველაფერი იყო მტკნარი სიცრუე", - განაცხადა სამადაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია