მარიუპოლის მერის მრჩეველი - ოკუპირებულ მარიუპოლში სამედიცინო კოლაფსია, ქალაქი მედიკამენტებისა და ექიმების დეფიციტს განიცდის

ოკუპირებულ მარიუპოლში სამედიცინო კოლაფსია. ქალაქი მედიკამენტებისა და ექიმების დეფიციტს განიცდის. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მარიუპოლის მერის მრჩევლის პეტრო ანდრიუშჩენკოს თქმით, ქალაქში ამჟამად როგორც სპეციალიზებული პროფესიონალების, ასევე თერაპევტების ნაკლებობაა.

„პროპაგანდისტების მშვენიერი სურათების მიუხედავად, ქალაქში ექიმების კატასტროფული დეფიციტია. ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს 80 წელს გადაცილებული პენსიონერების დაყოლიება სამსახურში დაბრუნებასთან დაკავშირებით. საუბარია ჩვეულებრივ თერაპევტებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სპეციალიზებული პროფესიონალების ნაკლებობაზე“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

მარიუპოლის მერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ეს სამედიცინო სერვისების სრული პარალიზებისა და კოლაფსის აშკარა დემონსტრირებაა. მანვე დასძინა, რომ ამ მდგომარეობაში არსებული სამედიცინო მომსახურებით, ნებისმიერი ინფექციური დაავადება მომაკვდინებელ ეპიდემიად გადაიქცევა.

მედიის ცნობით, მარიუპოლში უკიდურესად მძიმე ეპიდემიური ვითარებაა, მათ შორისაა ქოლერის ეპიდემიის საფრთხე ქალაქში მასობრივი სამარხებისა და ქუჩებში დაყრილი ნაგვის გამო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა