სალომე სამადაშვილი - ყველაზე კრიტიკულები სწორედ "ქართული ოცნების" ევროპელი პარტნიორები არიან შეფასებებში - ხელისუფლებამ ნათელი გზავნილი უნდა გაუგზავნოს ევროპას, თუ რეალურად სურს ვითარების გამოსწორება

პარტია „ლელოს“ საგარეო მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გუშინდელი დებატებისას ნათლად გამოჩნდა ის პრეტენზიები, რომელიც დასავლეთს საქართველოს ხელისუფლების მიმართ აქვს.

როგორც მან საქართველოში ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ამის თაობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

"სწორედ ასეთი ზეწოლა გამოიწვევს გარდამტეხ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში. რამდენიმე დღე რჩება დაგაწყვეტილების მიღებამდე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. მართლმსაჯულების პრობლემა, ზეწოლა მედიაზე და რეფორმების ჩაგდება, დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება და ეს ნათელი გზავნილებია პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ევროპელ კოლეგებში უპრეცენტო ერთსულოვნებაა. ყველაზე კრიტიკულები სწორედ "ქართული ოცნების" ევროპელი პარტნიორები არიან თავის შეფასებებში. „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადასადგმელი, საქართველოს ხელისუფლებამ ნათელი გზავნილი უნდა გაუგზავნოს ევროპას, თუ რეალურად სურს ვითარების გამოსწორება. როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეს გზავნილი არის შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება და დემოკრატიული რეფორმების გატარება",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?