უზენაესი სასამართლო - სასამართლოების მიერ სსკ 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მოსახდელი სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნა 5 შემთხვევაში

უზენაესი სასამართლო ეხმაურება მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 2017-2021 წლებში საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის არც ერთი მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით არ ყოფილა გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოთხოვილ ინფორმაციაში არ მოხვდა ისეთი საქმეები, სადაც მსჯავრდებულს სასჯელი დაენიშნა დანაშაულთა ერთობლიობით.

მათივე ინფორამციით, 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რეალურად მოსახდელი სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნა 5 შემთხვევაში.

„საზოგადოებისათვის სრული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით განვმარტავთ, რომ 2017-2021 წლებში საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რეალურად მოსახდელი სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნა 5 შემთხვევაში.

რაც შეეხება დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიწოდებულ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელზე მითითებითაც ხდება საზოგადოების აზრზე ზემოქმედება, აღვნიშნავთ, რომ დანაშაულთა ერთობლიობისას სასამართლოს მიერ სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვა წარმოებს ძირითადი მუხლის მიხედვით, რომლითაც პირს განესაზღვრება ყველაზე მკაცრი სასჯელის ზომა. შესაბამისად, გამოთხოვილ ინფორმაციაში არ მოხვდა ისეთი საქმეები, სადაც მსჯავრდებულს სასჯელი დაენიშნა დანაშაულთა ერთობლიობით (მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით), რამეთუ, როგორც აღინიშნა, საბოლოო სასჯელი სტატისტიკურად აისახება იმ მუხლის მიხედვით, რომლისთვისაც მსჯავრდებულს უფრო მკაცრი სასჯელი შეეფარდა.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ 2017 წლამდე პერიოდში საერთო სასამართლოების მიერ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით მრავალგზის იქნა გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით (რეალურად მოსახდელი თავისუფლების აღკვეთა)“,- ნათქვამია განცხადებაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს