„საქართველოსთვის“ - პარტიის ინიციატივას სოციალურად დაუცველი ოჯახების შემწეობა ინდექსაციის წესით ყოველწლიურად გაზრდილიყო, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა

პარტიამ „საქართველოსთვის“ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის საპასუხოდ პარლამენტში კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც პარტიის საპარლამენტო გუნდის წევრმა ბექა ლილუაშვილმა პლენარულ სხდომაზე დღეს წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოსთვის“ ვრცელებს.

პარტიის ცნობითვე, ინიციატივა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მიღებული საარსებო შემწეობის ინდექსაციის წესით, ოჯახის თითეულ წევრზე ყოველწლიურად გაზრდას ითვალისწინებს და უკვე წელს (2022) ეს ზრდა თვეში 15-20 ლარი იქნებოდა.

„საქართველოსთვის“ განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა პასუხობს ქვეყანაში უკიდურესად დამძიმებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც განსაკუთრებით ღარიბ და სოციალურად მოწყვლად ოჯახებზე აისახება, რომელთა რაოდენობამაც ქვეყანაში რეკორდულ ნიშნულს - 650 ათას ადამიანს მიაღწია.

ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახების საარსებო შემწეობა ოჯახის თითოეულ წევრზე 60-დან 30 ლარამდე მერყეობს და ეს თანხა არ შეცვლილა 2015 წლის შემდეგ; პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც 2015 წლიდან დღემდე ფასები გაორმაგდა (განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ინფლაციამ 14 %-საც კი მიაღწია - რაც ბოლო 11 წლის ანტირეკორდია) და საარსებო მინიმუმი ქვეყანაში შეადგენს 168 ლარს, ხოლო საარსებო შემწეობა საარსებო მინიმუმზე თითქმის 3-ჯერ ნაკლებია.

ამ ფონზე, პარტიის "საქართველოსთვის" ინიციატივას, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მიღებული საარსებო შემწეობის ინდექსაციის წესით, ოჯახის თითეულ წევრზე ყოველწლიურად გაზრდას ითვალისწინებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჭირა და კანონპროეტი არ იქნა მიღებული.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს