ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს პირადი სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირადი სანქციები დაუწესა.

კრემლის ლიდერის გარდა, შეზღუდვები შეეხება კიდევ 34 რუს მაღალჩინოსანს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს, რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინსა, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს.

უკრაინული მედიის ცნობით, სანქციები განუსაზღვრელი ვადით დაწესდა. სანქცირებული პირების აქტივები და ქონება ბლოკირებული იქნება, ასევე, მათ უკრაინიდან კაპიტალის გატანა აეკრძალათ. რუს მაღალჩინოსნებს, სხვადასხვა შეზღუდვასთან ერთად, უკრაინის საზღვრის ნებისმიერი გადაკვეთა, უკრაინის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში შესვლა აეკრძალათ.

გარდა ამისა, სანქციათა ჩამონათვალშია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა, უკრაინაში ქონების პრივატიზაციისა და იჯარით გაცემის აკრძალვა, მიწის საკუთრების აკრძალვა და სხვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა