უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამი უცხოელი, რომელსაც დონეცკში ე.წ. სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლოს მიერ სამი უცხოელისთვის გამოტანილ სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა მათგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან.

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები - ეიდენ ასლინი და შონ პინერი, ისევე როგორც მაროკოს მოქალაქე საუდუნ ბრაჰიმი სამხედრო ტყვეების უფლებებით უნდა სარგებლობდნენ.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, ისინი ექვემდებარებიან მებრძოლების სამართლებრივ სტატუსს. ეკრძალება მათი შეურაცხყოფა, დაშინება ან მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ.

მისივე თქმით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინელი სამხედროების ე.წ. სასამართლო პროცესი გამოუსადეგარია.

ნიკოლენკომ დასძინა, რომ სასამართლო პროცესი პროპაგანდის ინტერესებს კანონსა და მორალზე მაღლა აყენებს.

საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, რათა უკრაინის ყველა დამცველი გაათავისუფლოს.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლომ ბრიტანეთის ორ მოქალაქესა და მაროკოს ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ე.წ. სასამართლომ სამივე უცხოელი სამხედრო „დაქირავებული მებრძოლების“ ბრალდებით გაასამართლა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა