ვოლოდიმირ ზელენსკი - ზაპოროჟიეში გარკვეული პოზიტივი გვაქვს, სადაც ოკუპანტების გეგმის ჩაშლას ვახერხებთ

ფრონტზე სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და დონბასის სხვა ქალაქები, რომლებიც ოკუპანტების მთავარი სამიზნეა, დგანან. გარკვეული პოზიტივი გვაქვს ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც ოკუპანტების გეგმის ჩაშლა ხერხდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინულმა ძალები თანდათან წინ მიიწევენ ხარკოვში და ოკუპირებულ ტერიტორიებს თანდათან ათავისუფლებენ.

„თანდათან მივიწევთ წინ ხარკოვში, ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს. თავდაცვას ვინარჩუნებთ მიკოლაევის მიმართულებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს დამცველს, რომელთა წყალობითაც ეს შესაძლებელი გახდა, რომელთა დამსახურებითაც უკრაინამ გაუძლო სრულმასშტაბიანი ომის 106 დღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე