ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დონეცკში სამი უცხოელისთვის გამოტანილ სიკვდილით დასჯის განაჩენზე - სიკვდილით დასჯა წარმოადგენს არაადამიანურ მოპყრობას, მისი ადგილი ევროპის კონტინენტზე არ არის

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლოს მიერ სამი უცხოელისთვის გამოტანილ სიკვდილით დასჯის განაჩენს ეხმიანება და აცხადებს, რომ ასეთი ფაქტის ადგილი ევროპის კონტინენტზე არ არის.

„მკაცრად ვგმობ უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ დონეცკში გამოტანილ სიკვდილით დასჯის განაჩენს. სიკვდილით დასჯა შეუთავსებელია ადამიანის ღირსებასთან და წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. მისი ადგილი ევროპის კონტინენტზე არ არის. ევროპის საბჭოს სახელით მოვუწოდებ, დაიცვან ადამიანის უფლებების საერთო ევროპული პრინციპები,“- აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლომ ბრიტანეთის ორ მოქალაქესა და მაროკოს ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ე.წ. სასამართლომ სამივე უცხოელი სამხედრო „დაქირავებული მებრძოლების“ ბრალდებით გაასამართლა.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს