უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე - ეს არის საარტილერიო ომი, ჩვენ კი არტილერიის თვალსაზრისით ვაგებთ - ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას მოგვცემს დასავლეთი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე, ვადიმ სკიბიცკი აცხადებს, რომ უკრაინა ფრონტის ხაზებზე რუსეთთან აგებს და ახლა თითქმის მხოლოდ დასავლეთის იარაღზეა დამოკიდებული, რომ რუსეთი შეაკავოს.

“ეს არის საარტილერიო ომი, ჩვენ კი არტილერიის თვალსაზრისით ვაგებთ. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოგვცემს დასავლეთი,” - აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ The Guardian-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინა დღეში 5000-დან 6000-მდე საარტილერიო ჭურვს იყენებს.

“ჩვენ თითქმის გამოვიყენეთ ჩვენი საარტილერიო საბრძოლო მასალა და ახლა ნატო-ს სტანდარტის 155 კალიბრიან ჭურვებს ვიყენებთ,” - აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ.

მისი თქმით, დასავლეთმა უნდა მიაწოდოს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები, რათა რუსული საარტილერიო ნაწილები შორიდან გაანადგურონ.

“თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ დონბასში, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ტერიტორიები ოდესაზე, ზაპორიჟიესა და დნიპროზე მორიგი თავდასხმის განსახორციელებლად”, - აღნიშნა სკიბიცკიმ.

ის არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთმა დროებით გაყინოს ომი, რათა დაარწმუნოს დასავლეთი სანქციების მოხსნაში. “მაგრამ შემდეგ ისინი კვლავ დაიწყებენ მას - გადახედეთ ბოლო რვა წელს,” - დასძინა სკიბიცკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა