უკრაინის გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და ომის დაწყების შემდეგ ლიკვიდირებული ოკუპანტების რაოდენობა, დაახლოებით, 31 900-ს შეადგენს.

მათივე ცნობით, 24 თებერვლიდან, შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 1409 ტანკი, 3450 ჯავშანტექნიკა, 712 საარტილერიო სისტემა, 222 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 97 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 212 საბრძოლო თვითმფრინავი, 178 ვერტმფრენი, 572 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 125 ფრთოსანი რაკეტა, 13 გემი/კატერი, 2438 სხვადასხვა საავტომობილო ტექნიკა და ტანკერი, 54 ერთეული სპეციალური ტექნიკა.