მიხაილო პოდოლიაკი - პუტინის აღიარება მიწების მიტაცების შესახებ და საკუთარი თავის შედარება პეტრე პირველთან ამტკიცებს, რომ მათ მხოლოდ ქვეყნის სისხლიანი დაპყრობა სურთ

პუტინის აღიარება მიწების მიტაცების შესახებ და საკუთარი თავის შედარება პეტრე პირველთან ამტკიცებს, რომ „კონფლიქტი“ არ ყოფილა, ხალხის გენოციდის გამოგონილი საბაბით, მათ მხოლოდ ქვეყნის სისხლიანი დაპყრობა სურთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ „რუსეთის სახის გადარჩენაზე“, არამედ მის დაუყონებლივ დეიმპერიალიზაციაზე“, - დაწერა პოდოლიაკმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს საკუთარი თავის დაცვა და ბრძოლა უწევს. მისი თქმით, პეტრე პირველი ჩრდილოეთის ომს 21 წლის განმავლობაში აწარმოებდა. როგორც კრემლის ლიდერმა დასძინა, მათ წილად ხვდათ ტერიტორიების დაბრუნება და გაძლიერება. რუსეთის წინაშე არსებული ამოცანების შესასრულებლად კი ისინი წარმატებას მიაღწევენ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს