გუბერნატორი - ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშების მიუხედავად, რუსეთმა ხარკოვის რეგიონში წინსვლა ვერ შეძლო

ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშების მიუხედავად, რუსეთმა ხარკოვის რეგიონში წინსვლა ვერ შეძლო, - ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბოვმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა.

„საარტილერიო თავდასხმებითა და დაბომბვით, წუხელ მტერმა კვლავ დაატერორა ხარკოვის მოსახლეობა. დაზიანებულია სახლები, საწყობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები. იწვოდა წიწვოვანი ტყეები. დღის განმავლობაში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 15 დაიჭრა“- აღნიშნა სინეგუბოვმა.

გუბერნატორის თქმით, შეხების ხაზზე მოწინააღმდეგის წინსვლა არ ყოფილა. როგორც სინეგუბოვი აცხადებს, ხარკოვის მიმართულებით მტერი თავდაცვაზეა ორიენტირებული.

„იზიუმის რეგიონში მტერი რეზერვს ავსებს და ძალების გადაჯგუფებას ახდენს. ჩვენი დამცველები აგრძელებენ ოკუპანტებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის დანაკარგის სახით. უკრაინა გაიმარჯვებს!“- დასძინა სინეგუბოვმა.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია