უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო აცხადებს, რომ ქალაქი კრივი-რიჰი, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, რუსული ძალების მხრიდან მუდმივი ცეცხლის ქვეშაა.
„ზელენოდოლსკი და შიროკივი ყველაზე მეტად ზარალდებიან. სამწუხაროდ, იქ ექვსი ადამიანი დაიღუპა, დაინგრა ან დაზიანდა - 179 სახლი, 2 სკოლა, საბავშვო ბაღი და საავადმყოფო, - განაცხადა რეზნიჩენკომ.
მისი თქმით, კრივი-რიჰის სოფლები და ქალაქები "დაბომბვის გამო კასეტური ბომბებითაა სავსე" და იქ გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების პრობლემაა.
ამასთან, ხარკოვის ოლქის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.