დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მზად ვართ უკრაინას რეკონსტრუქციასა და ომის შემდგომ აღდგენაში მტკიცე მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ

უკრაინისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დმიტრო კულებამ და ჯეპ კოფოდმა ტელეფონით ისაუბრეს, რომლის დროსაც დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგას ქვეყნის რეკონსტრუქციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა.

„ახლახან ვესაუბრე უკრაინელ კოლეგასა და მეგობარს, დმიტრო კულებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავაძლიეროთ დანიასა და უკრაინას შორის პარტნიორობა და მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპისკენ მიმავალ გზაზე. დანია მზადაა, უკრაინას რეკონსტრუქციასა და ომის შემდგომ აღდგენაში მტკიცე მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით!“ - წერს ჯეპ კოფოდი „ტვიტერზე“.

ამავდროულად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა დანიას Harpoon-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებისთვის.

„ვესაუბრე ჩემს დანიელ კოლეგას და მეგობარს ჯეპე კოფოდს, რომ მადლობა გადამეხადა დანიას მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის, მათ შორის Harpoon-ის რაკეტებისთვის“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

ამასთან, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დანიელ კოლეგასთან ევროპული საბჭოს მომავალ სამიტზე ისაუბრა.

“განვიხილეთ ევროპული საბჭოს მომავალი სამიტი, სადაც უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის დამსახურებული სტატუსის მინიჭებას მოელის,”- წერს კულება „ტვიტერზე“.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში