დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი უკრაინაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ იგი მიმდინარე კვირაში, უკრაინაში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და მის უკრაინელ კოლეგა ალექსი რეზნიკოვს და ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ამასთან, მედიის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამი ლიდერი შეთანხმდა, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ, "მათი საერთო მიზნის მხარდასაჭერად, რათა უკრაინამ უკანონო რუსული ოკუპაციიდან გათავისუფლება შეძლოს".

როგორც მედია იუწყება, უცნობია, თუ ზუსტად როდის შეხვდნენ ლიდერები უკრაინაში და ასევე შეძლეს თუ არა, რომ ორი ბრიტანელი მამაკაცის მდგომარეობა განეხილათ, რომელთაც უკრაინაში ბრძოლის შემდეგ, თვითგამოცხადებული დონეცკის "სახალხო რესპუბლიკის" არაღიარებულმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთს იარაღითა და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ასევე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის.

„მადლობელი ვარ სრულიად ბრიტანეთის, მთავრობის, პრემიერ-მინისტრის. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ამაზე - მადლიერი დიდხანს ვიქნებით. ომმა ნათლად აჩვენა, თუ ვინ არიან ჩვენი ნამდვილი მეგობრები", - აღნიშნა ზელენსკიმ "ტელეგრამზე" გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა