ნიკა მელია - სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება შეუძლია - თუ მის მიერ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ნებისმიერ, თუნდაც სამართლიან რიტორიკას, რომელსაც იგი ავითარებს, ფასი არ ექნება

სალომე ზურაბიშვილს, არც მეტი, არც ნაკლები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება შეუძლია. თუ მის მიერ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ნებისმიერ, თუნდაც სამართლიან რიტორიკას, რომელსაც იგი ავითარებს, ფასი არ ექნება, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც მელია განმარტავს, თუ სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად სურს, ვითარების ოდნავ მაინც განმუხტვა, მან უნდა იმოქმედოს შესაბამისი პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც მის ხელთ არის.

„როგორც მან ბრძანა, ჩამოვა და თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ მას ნამდვილად სურს, ვითარების ოდნავ მაინც განმუხტვა, თუ ის რეალურად გულისხმობს იმას, რაც ბრიუსელიდან ჩართვისას ბრძანა, რომ ქვეყანა იმყოფება სერიოზული საფრთხის წინაშე და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს საფრთხე აარიდოს სახელმწიფოს, მან უნდა იმოქმედოს შესაბამისი პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც მის ხელთ არის.

ის ხომ არ არის ოპოზიციის წარმომადგენელი, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე? - ის არის ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც უფლებამოსილია კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს, რაც ოდნავ მაინც განმუხტავს პოლიტიკურ ვითარებას, დასავლეთში მკაფიო გზავნილს გააგზავნის, რომ ქვეყანაში არსებობს თუნდაც სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იზიარებს ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციას და გაწერილ პუნქტებს.

ერთ-ერთი პუნქტი არის პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებული. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არც მეტი, არც ნაკლები შეუძლია სალომე ზურაბიშვილს. თუ მის მიერ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ნებისმიერ თუნდაც სამართლიან რიტორიკას, რომელსაც იგი ავითარებს, ფასი არ ექნება“,- აღნიშნავს მელია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი: „არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს და სპეკულაციები უნდა შეჩერდეს.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს