ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსპიკერი ბაიდენს პასუხობს - ზელენსკი პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდა, მაგრამ მათ „არ სურდათ ჩვენთვის მოესმინათ“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციების დაწესებისკენ პარტნიორებს რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე მოუწოდა, მაგრამ მათ "არ სურდათ მოესმინათ" კიევის მიმართვისთვის, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რითაც ის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა.

ნიკიფოროვის განცხადებით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ იმ დროს ჯო ბაიდენთან სამი-ოთხი სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც ლიდერებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები და შეფასებები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საფრთხის შესახებ.

„აქედან გამომდინარე, ფრაზა „არ უნდოდა მოესმინა“, ალბათ, დაზუსტებას მოითხოვს. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა პარტნიორებს, შემოეღოთ პრევენციული სანქციების პაკეტი, რათა აეძულებინათ რუსეთი, ჯარები გაეყვანა და სიტუაცია განემუხტა და აქ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარტნიორებს არ სურდათ ჩვენი მოსმენა", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის არ სჯეროდა აშშ-ის დაზვერვის მონაცემების, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა.

„პუტინი აპირებდა საზღვრის გადაკვეთას და ეს ეჭვგარეშე ასე იყო. ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა და არც ბევრ სხვას. მე მესმის, რატომ არ სურდათ ამის მოსმენა, მაგრამ ის შეიჭრა“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს